გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეციალური პროგრამაა შესაქმნელი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარში სამსახურის მოტივაციას გაუზრდის
პოლიტიკა - 16:14, 05 Sep, 2019     697
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას თავისი მოსაზრება გამოხატა ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაბამისი პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რათა ახალგაზრდებს სამშობლოს სამსახურის და მოტივაცია ჰქონდეთ და არა სადღაც სექტაში გაწევრიანების. - „მათ მოტივაცია უნდა ჰქონდეთ იმის გამოც, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორის გამოხატვა იმისა თუ რა უშლის ამას ხელს, არა მგონია, რომ შემაძრწუნებელი იყოს, პირიქით შეიძლება სწორი მესიჯიც არის საზოგადოებისათვის, და რასაკვირველია ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოყვეს". მისი თქმით, პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა და საქმიანი მიდგომა სწორედ იმ მიმართულებით გაიყვანს ამ საკითხს და ჩამოაყალიბებს.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო ველში პოლიტიკური კამათისას ქვეყნისათვის დამაზიანებელი საუბრების ტენდენციაზე და ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს მიმართა, -„ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად გვიტევენ, გვიტევდნენ და ალბათ მომავალშიც აქტუალური დარჩება თემა, რომ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე არ არის ჩვენი ძალისხმევა იმის შესაბამისი რასაც ქვეყნის ინტერესების სრულფასოვანი დაცვა ქვია. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გარკვეული განმარტებები, არა მარტო ამ შეკითხვაზე პასუხით, არამედ მომავალშიც დაჭირდება ამ უწყებას, პროფესიონალურად რასაკვირველია, ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე".

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა დანარჩენ სამინისტროებს კოორდინაციას უნდა უწევდეს არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებშიც ვითარების გაუმჯობესებისათვის გარკვეული სტრატეგიის განხორციელებაში. კერძოდ, მისი თქმით, „ასეთ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრმა არა მარტო ჰუმანიტარულ-სოციალური და საგანმანათლებლო პროცესები უნდა აკონტროლოს (თუ სწორი სიტყვაა), არამედ საერთოდ იქაური მდგომარეობა ყველა მიმართულებით. მაგალითად სარწყავი თუ სასმელი წყლით მომარაგება, და ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ბიზნესს, ეკონომიკას, ქართული ენის სწავლას, და სხვა. ეს ანალიზი უნდა დგებოდეს, და არა მგონია ამისთვის საკადრო შემადგენლობის გაზრდა არის საჭირო. სამინისტროებს ამის რესურსი გააჩნიათ, ვფიქრობ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა ძირითადი სამუშაო ამ მიმართულებით".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42