"მგონი ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ "- გომელაური გახარიას 20 ივნისის სისხლიანი ღამისთვის მადლობას უხდის
პოლიტიკა - 14:55, 05 Sep, 2019     1399

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გოლმელაური თვლის, რომ 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიამ და პოლიციუელებმა სახელმწიფოებრიობა დაიცვა.

მისი თქმით, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უსაფრთხეობის სამსახურს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სხდომის წაყვანა და სხვა მოვლენები უკვე დაუგეგმავად განვითარდა.

"ძალიან სამწუხაროა, რაც 20 ივნისს მოხდა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები. რთულია იმის თქმა, ვინ როგორ მოიქცეოდა. როცა დამთავრდება, მარტვია თქმა, ასე ვიზამდი ან ის რატომ არ ქნეს.

ძალიან რთულია, როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, ჩაფხუტებს გლეჯენ. შეიძლება გადაცდომები იყო. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუმცა მარტო პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ უნდა მივუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ოცი წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა,” - განაცხადა გომელაურმა.

გომელაური ირწმუნება, რომ კადრებში ნათლად ისმის ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მოწოდება პარლამენტის შენობაში შეჭრის შესახებ:

"მგონი ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელმწიფო დაიცვეს.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42