ბილაინში დანერგილი ციფრული პლატფორმა Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:38, 05 Sep, 2019     1741

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის.

Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნესამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი.

ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co - თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo - ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე - 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად დანერგა Facebook Workplace -იც.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას - Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი - Medallia, ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე, სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც - ვებგვერდი და აპლიკაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42