ვახტანგ გომელაური ამბს, რომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის 60-70% "სიტყვიერად შეთანხმებულია", თუმცა საკითხის საბოლოოდ მოგვარება "1-2 წლის თემა არ არის".
"იცით რა პრობლემები გვაქვს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაცია-დემარკაცია გასაკეთებელია, ვერ მივედით ბოლომდე, ეს არ არის 1 და 2 წლის თემა, 90-იანი წლებიდან მოჰყვება ეს პრობლემა და ვერ დამთავრდა, 60-70%-მდეა შეთანხმებული სიტყვიერად, თუმცა პრობლემა დგას და იმედია, რომ ამ პრობლემას გადავწყვეტთ",- განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გომელაურმა დეპუტატებს ასევე უთხრა, რომ სასაზღვრო პოლიციის რეფორმის, საზღვრის მართვის რისკებისა და სხვა მიმართულებებით გაგრძელდება.
"გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ადამიანური რესურსების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება. ასევე, გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში.
იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება ამერიკული მხარის დახმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სანაპირო დაცვა ძლიერია და ეს დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის. როცა ბატონი ირაკლი იყო მინისტრი, ვიყავი საზღვრის კურატორი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღეს რომ არსებობს სანაპირო დაცვა, ძალიან დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის - ბათუმის ახალი პორტი, ფოთის გაძლიერებული პორტი და ა.შ. "- განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






