კრიმინალური, საპატრულო, სასაზღვრო პოლიცია - გომელაური რეფორმებს აანონსებს
პოლიტიკა - 11:04, 05 Sep, 2019     3155

პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მისი თქმით, შსს-ში ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი მიმდინარეობს

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. „სისტემური განახლების“ პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა. სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრობის კანდიდატმა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი მდგომარეობით, სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, გამკაცრდა პოლიტიკა ოჯახში მოძალადე სამართალდამცავების მიმართ. შემცირდა ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი ქალთა მკვლელობების რაოდენობა.

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა, აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც საპილოტე რეჟიმში თბილისსა და რუსთავში უკვე ამოქმედდა. კოორდინატორების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში პირველად იქმნება არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის სპეციალიზებული საგამოძიებო სამმართველო.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა სამინისტროსთვის და ამ კუთხით რეფორმებს ინტენსიურად გავაგრძელებთ. მათ შორის, აქტიურად გაგრძელდება ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის ამაღლებაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42