"ჩანს, რომ არის წინასწარ დაგეგმილი, რადგან სიაში მოხვდნენ ძალიან კონტრასტული ადამიანები" - ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთა 20 კაციანი სიაზე
პოლიტიკა - 20:29, 04 Sep, 2019     841
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი განსხვავებული აზრი წარუდგინოს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„პროცესი ჩანს, რომ არის ძალიან კარგად, წინასწარ დაგეგმილი, რადგან სიაში მოხვდნენ ძალიან კონტრასტული ადამიანები. ჩემთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით აირჩნენ, მაგალითად, ვლადიმერ კაკაბაძე. გასაუბრებაზე იქცეოდა სრულიად არასერიოზულად, მოსამართლისთვის შეუფერებლად და ძალიან სამარცხვინოდ. სიაში ბევრი ასეთი ადამიანი მოხვდა, მაგალითად, ერემაძე. არ ვფიქრობ, რომ იგი იმსახურებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენას, ვინაიდან დიდი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდა გასაუბრების დროსაც. კონტრასტულში ვგულისხმობ იმას, რომ სავარაუდოდ ამ სიაში რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა ჩავარდება. წინასწარ იციან, რომ ჩავარდება და ეს ყველაფერი იქნება ერთგვარი სპექტაკლის ნაწილი, რომ ვიღაცები თანამდებობაზე დაინიშნებიან, ვიღაცები ვერ. ასეთები არიან გოჩა ჯეირანაშვილი, მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ. ბევრად უფრო კვალიფიციური და გამოცდილი ხალხი მონაწილეობდა ამ გასაუბრებაში და კონკურსში გაუგებარია, რა ნიშნით მოიპოვეს მათ ასეთი მაღალი მხარდაჭერა. ვაპირებ, რომ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინო განსხვავებული აზრი ამ სიასთან დაკავშირებით. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩემს მოსაზრებას გაითვალისწინებენ. სხვა შედეგი ამას რომ არ მოჰყვება წინასწარ ვიცი. ეს იქნება წერილობითი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42