ბაჩუკი ქარდავას მიაჩნია, რომ ამ ფონზე ყველა სხვა მოთხოვნა უფერულდება და იმ ადამიანებისთვის, ვისაც კრემლის მონობა არ სურს, მთავარი და პრინციპული მოთხოვნა უნდა გახდეს „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“
„ივანიშვილმა ქართველებს სულში ჩააფურთხა მაშინ, როდესაც 20 ივნისის მთავარი დამნაშავე გიორგი გახარია პრემიერად შემოგვთავაზა. „20 ივნისის ღამის“ შემოქმედი გახარია პირდაპირ მოსკოვიდან, კრემლიდან იმართება. გასრულდა, ამის ყურება უკვე შეუძლებელია, სახელმწიფოს ვკარგავთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა მოთხოვნამ დაკარგა აზრი და დარჩა ერთადერთი, (ვიცი, რომ ჩემი უახლოესი პარტნიორები ოპოზიციაში, ამ აზრს ძირითადად იზიარებენ) ეს არის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება თუ აქცია, უნდა იყოს სწორედ ამისკენ მიმართული. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ქუჩის გარდა სხვა ალტერნატივა არ დატოვა. რუსი ოლიგარქი თავისი მოღვაწეობას რუსული მთავრობით ასრულებს. ის საქართველოს ართმევს თავისუფლებას. ამის საფასური ძალიან დიდია და ქვეყანას ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, სწორედ ამიტომაც, ჩვენი ყველა შემდგომი მოთხოვნა თუ ქმედება უნდა კონცენტრირდეს ამ მოთხოვნაში და ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა ამ დროიდან მოყოლებული უნდა იყოს „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






