"რამდენად გულწრფელია კალაძე და რამდენად აღფრთოვანებულია ამ დანიშვნებით?!თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა"
პოლიტიკა - 15:49, 04 Sep, 2019     1738
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძე პასუხობს, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ "დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას".

„გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საეროდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს...

კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში.

მოდი ვიკითხოთ, რამდენად გულწრფელია კალაძე და რამდენად აღფრთოვანებულია ამ დანიშვნებით?! გულში ჩაიხედოს მან და თუკი ვინმემ რამე იცის, ყველამ შესანიშნავად ვიცით, რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. რაც არ მოსწონს იმაზე ამბობს, რომ მომწონსო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. კახა კალაძის მსგავსი შემთხვევითი ფიგურები პოლიტიკაში ყოფილან. ამათ ჰგონიათ, რადგან ახლა ხელისუფლებაში არიან, მიიჩნევენ, რომ ჩერჩილები და კეისრები არიან. სინამდვილეში ჩვენს წინაშე არიან ჩიტირეკია, გაუნათლებელი და ძალიან სუსტი ფიგურები, რომლებიც გააოგნა თვით გახარიას სიძლიერემ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42