საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:34, 04 Sep, 2019     1029
საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ქალაქ ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ბანკი ქართველი სპორტსმენების გენერალური მხარდამჭერი და ქომაგი იქნება.


„მოხარული ვარ, რომ ჩვენი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული პარტნიორობის შემდეგ საქართველოს ბანკი უკვე პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მხარდამჭერიცაა. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, პარალიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარმოსაჩენად იბრძვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი პარალიმპიელების გენერალური პარტნიორი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42