"საქართველო ეფექტიანად იყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს და არის მოწინავე ასპირანტი ქვეყანა"- დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 15:31, 04 Sep, 2019     594
„საქართველოს მთავრობის მოწვევით, 2019 წლის ოქტომბერში, ბათუმში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ნატოსა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამასთან დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საუბრისას განაცხადა.


მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების ძალისხმევა. მისი თმით ქართული მხრიდან გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით და საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს.

დავით ზალკალიანის შეფასებით უაღრესად წარმატებული იყო ნატოს ბრიუსელის სამიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად. ასევე, სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით ის რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო აქტიურად იყო წარმოდგენილი ნატო-ს საგარეო საქმეთა საიუბილეო მინისტერიალზე ვაშინგტონში.

რაც შეეხება ლონდონის ნატო-ს სამიტს, რომელიც 2019 წლის 3-4 დეკემბერს გაიმართება, ზალკალიანის თმით ღონისძიება მიეძღვნება ნატო-ს დაარსებიდან 70 წლისთავს. ქართულმა მხარემ დაიწყო აღნიშნული სამიტისათვის მზადება და აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ როგორც ლიდერთა შეხვედრაში საქართველოს ჩართულობა, ისე აღნიშნულ ღონისძიებაზე მიღებულ დასკვნით დოკუმენტებში საქართველოს საკითხის ჯეროვანი ასახვა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი.

მისი თქმით გაიმართა მიმდინარეო პერიოდში გაიმართა მაღალი და უმაღლესი დონის მრავალი შეხვედრა და ვიზიტი - 2018 წელს გაიმართა სხვადასხვა დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის 20-ზე მეტი, ხოლო 2019 წელს 10 სხდომა;

საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალი, ასევე შედგა ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი;

წარმატებით შემუშავდა 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP); ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა დადებითად შეაფასა საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმები და აღნიშნა მნიშვნელოვან პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე; გაიმართა ორი მრავალეროვნული (Noble Partner, Agile Spirit) და ერთი ნატო-საქართველოს სწავლება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა;

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა რომ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება ნატოში სრული ინტეგრაცია, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის.

„საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი"."-განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით ალიანსში გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ნატო-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის გამოყენებით; პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით, გაგრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელება;

კვლავ პრიორიტეტად რჩება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-სთან თანამშრომლობა. კერძოდ საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და გააღრმავებს პრაქტიკულ თანამშრომლობას. საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42