"საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან ძალიან სწრაფად გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ (რიგი ქვეყნებისა) ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ სოციალურ-ეკონომიკუირ მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მძიმე.
თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის ხელისუფლებამ ევროპაში გადაწყვიტა მარშალის გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს იყო ერთგვარი შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა კავშირი თავისი ტენდენციით ვითარდებოდა, ევროპა დანგრეული იყო თითქმის, იზრდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები. ამერიკამ გადაწყვიტა ეს შეეჩერებინა და ევროპა ფეხზე დაეყენებინა. დაახლოებით რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, იგივე ევროკავშირს განეხორციელებინა აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში). თუ ასეთი გეგმა განხორციელდება, რამდენად არის მთავრობა ამისთვის მზად, რადგან ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი და ქმედითი მთავრობა. რამდენად გაქვთ თქვენ ასეთ ნაბიჯებზე კომუნიკაცია, რომელიც უფრო კომპლექსური იქნება და არა ის საგზაო რუკა, რომელზეც ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრეთ”, - მიმართა ზალკალიანს ბექა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






