ანაკლიის პორტი, შიდაპოლიტიკური ვითარება და აშშ-ის ახალი ელჩი - "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგო სახელმწიფო მდივნის გზავნილი და იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამას ადგილზე აუხსნის"
პოლიტიკა - 14:56, 04 Sep, 2019     2588
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ელჩად კელი დეგნანს წარადგენს. დეგნანი კარიერული დიპლომატია და ის ამ დროისათვის აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. დეგნანი იყო აშშ-ის ელჩის მოადგილეა იტალიასა და სანმარინოში. რომში დიპლომატიურ საქმიანობამდე, დეგანი სახელმწიფო დეპარტამენტში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ მუშაობდა.


დეგანი იყო შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კოსოვოში. კოსოვოს დიპლომატიურ მისიაში ის ბრიუსელის ნატოს ოფისიდან გადავიდა, სადაც ის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე იყო სამი წლის განმავლობაში. დეგანი 25-წლიანი დიპლომატიური გამოცდილების პერიოდში მსახურობდა ასევე ავღანეთში, თურქეთსა და პაკისტანში.

რატომ შეირჩა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატურად, რა მთავარი გზავნილის მატარებელი იქნება სტრატეგიული ქვეყნის ელჩი საქართველოში და უკავშირდება თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვან პროეტთან დაკავშირებულ პრობლემებს და საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ პრობლემებს? - ამის გარკვევას "ნიუპოსტი" თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან შეეცადა.

ყოფილი მაღალჩინოსანთან საუბარი ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ დავიწყეთ.

"პარადოქსული სიტუაცია იყო საქართველოში შექმნილი, რომლის ანალოგსაც სხვა ქვეყნების მაგალითზე ვერ ვიხსენებ, როდესაც სტრატეგიული ქვეყნას წელიწადნახევრის განმავლობაში ელჩი არ ჰყავდა საქართველოში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა საქართველოს მხრიდან იყო დაბლოკილი, რაც პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ქვეყანას აქვს უფლება რომ დაბლოკოს კანდიდატურა, რომელსაც მეორე ქვეყანა წარმოადგენს ელჩად.

მმართველმა პარტიამ ბრინქსი ნაციონალურ მოძრაობასთან ახლო ურთიერთობის მიტივით დაბლოკა, თუმცა ეს ტყუილია. ბრიჯიტ ბრინქსს ვიცნობ პირადად, ეს ქალბატონი საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, ის იყო ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი, როდესაც ჩვენ არჩევნების გზით გადავეცით ხელისუფლება და გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა ჩვენს ქვეყანაში მაშინაც, როცა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება' იყო. ის ძალიან კარგი დიპლომატია და არანაირ პრეფერენციებს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევდა. რეალურად, ვინც ჩართულია და ჩახედულია ამ საქმეში, ყველამ კარგად იცის, რომ ბრინქისის კანდიდატურა დაიბლოკა არა იმის გამო რომ ის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მუშაობდა, არამედ იმის გამო რომ ის ძალიან მჭიდროდ მუშაობდა "ქართული ოცნების" ყოფილ მთავარ სახეებთან, როგორიცაა მაგალითად, ირაკლი ალასანია. იმიტომ რომ როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რაზეც ბრინქსი მუშაობდა იყო თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა და ზუსტად ეს იყო მიზეზი, იმისა რატომ არ მისცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საშუალება ბრინქსი დანიშნულიყო საქართველოში აშშ-ის ელჩად"- განაცხადა შაშკინმა.

რაც შეეხება კელი დეგნანს, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ახალი ელჩის მთავარი მისია ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი პრობლემების გარკვევა იქნება. ენმ-ს წევრის განცხადებით, "ქართული ოცნება" ანაკლიის პროექტს მიზანმიმართულად ანგრევს:

"როგორც იქნა, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანი წარადგინა, რომელიც კარიერული დიმლომატია. თქვენს ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ დეგნანს სერიოზული გამოცდილება აქვს, მათ შორის სამხედრო საკითხებზე მუშაობის. ის იყო პოლიტიკური მრჩეველი ერთ-ერთი ევროპული სარდლობის. ამ ფონზე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ მიუთითა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტ ბახტაძეს, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიულ სალოთხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. როგორც ჩანს ელჩის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამ საკითხის გარკვევა იქნება. რადგან "ქართული ოცნება" ძალიან ცდილობს ამ თემის გაწელვას, იძლევა გაუგებარ დაპირებებს, თუმცა ფაქტია, რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. არადა ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, როგორც საქართველოსთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. თუმცა ხელისუფლება ამ პროქეტს მიზანმიმართულად ანადგურებს, თუმცა დამერწმუნეთ, ეს მეგა სახელმწიფო არ დაუშვებს ამ პროქეტის რუსეთისთვის გადაცემას"- დასძინა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, აშშ სტრატეგიულ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას და გააფრთხილა ის იმ უკანონო ქმედებებზე რასაც ახორციელებს ქვეყანაში. ეს იყო მკაფიო გზავნილი რომელიც ყველამ გაიგო გარდა "ქართული ოცნებისა", რომლებსაც მანამდე არ ესმით, სანამ თავში არ ჩაუკაკუნებენ. პომპეომ ღია ტექსტით, მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ საქართველო მიდის არასწორი გზით. ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა სხვა ქვეყნის სახელმწიფო მდივანს, რომ რამეს მიმხვდარიყო მმართველი გუნდი, თუმცა მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს გზავნილი ვერ გაიგო "ქართულმა ოცნებამ".იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი მათ ამას ადგილზე აუხსნის" - განაცხადა შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42