„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოქალქეები ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვენ იმ შეურაცხყოფისთვ ის, რომელსაც მათ „ქართული ოცნება“ აყენებს, ამავდროულად ოპოზიციამ საარჩევნო კამპანნია უნდა დაიწყოს, რომ საქართველოს მოსახლეობას გააგებინოს თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლისას.
პარლამენტთან გამოვა იმდენი მოქალაქე, რამდენსაც მოუნდება თავისი აზრის გამოხატვა და ის რომ „ქართულ ოცნებას“ გააგებინოს თავისი აღშფოთება იმ შეურაცხყოფის გამო, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად გვაყენებს, მაგრამ ახლა მთავარია საარჩევნო კამპანიის დაწყება, ოპოზიცია აღარ უნდა დაელოდოს რაღაც თარიღის გამოცხადებას, ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე, კარიდან კარამდე, მოქალაქესთან საუბარი, პოზიტიური პროგრამა, რომ ყველამ იცოდეს რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






