„ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზანი იყო კომიტეტის მოსმენებზე შესვლა და ამ „ახალი მთავრობის“ წევრების მოსმენა, რომლითაც ივანიშვილმა საქართველო „გააბედნიერა“. მაგრამ საშვების სისტემა „ჩამოეკიდა“ და ეს ჩამოკიდებულია 20 ივნისიდან. როგორც კი დაინახავს ვიღაცას, ვინც „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრია, სისტემა იმ წუთშივე ეკიდება. ამიტომ ვერ შევედით და ვერ მივეცით შეკითხვები ახალდანიშნულ მთავრობის წევრებს, რა ეშველება ლარს, რომელიც იატაკზე აგდია და სულს ღაფავს, რა ეშველება ეკონომიკას, რა ეშველება სიღატაკეს, რომელიც ყოველწლიურად მატულობს და ეს ოპოზიციის ციფრები კი არაა, არის გაერთაინეული ერების ორგანიზაციის ციფრებია, რა ეშველება საგარეო პოლიტიკას, რეგიონალურ თანამშრომლობას, რომელიც აღარ არის. დავრჩით მარტო გადამდგარი ბახტაძის და მის მიერ შექმნილი სტრატეგიული ჩარჩოს ამარა. ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მაჩვენეთ.“- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






