"არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის" ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება"- არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 10:57, 04 Sep, 2019     799

„არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრივი გზით იჭრება სახელმწიფო ინსტიტუტებში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ძალადობით სურს ცვლილებების მიღწევა - ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა 20 ივნისის საღამოს",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ძალადობას ლეგიტიმური პასუხი გასცა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფო წესრიგი და კონსტიტუციური ინსტიტუტი - პარლამენტი, მათ ეს გააკეთეს",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევისთვის გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები, მისივე თქმით, დღემდე, ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, რომ ამ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ.

„გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებამ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი უმრავლესობით, არ ჩააბარა ხელისუფლება და არ მისცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში, შეუძლია ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი საღამოს გადააქციოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ძალადობრივ მოქმედებად? თქვენ გსურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია საღამოს ძალადობრივად შეიჭრას პარლამენტში და მოახდინოს სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა? მიაღწიოს ცვლილებებს ძალადობით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით?!

არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ეს პოლიტიკური ჯგუფი. არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის" ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42