"მე მინდა მქონდეს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა" - თამარ ჩუგოშილი
პოლიტიკა - 16:19, 03 Sep, 2019     724

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იმ საარჩევნო რეფორმაზე საუბრობს, რომელიც პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განახორციელოს.

ჩუგოშვილის აცხადებს, რომ მას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს.


"საარჩევნო რეფორმა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტმა უნდა განახორციელოს შედგება ორი ნაწილისგან. ეს არის თქვენთვის კარგად ცნობილი პროპორციულსაარჩევნო სისტემაზე გადასვლა.


საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც წინ გველის და მეორე არის ეუთოს რეკომენდაციები ანუ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები,რომელმაც საარჩევნო გარემოს კუთხით მომავალში უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. ამ ცვლილებების შედეგი საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკაში უნდა იყოს ის, რომდასრულდეს ერთპარტიული დომინაცია, დასრულდეს ის რადიკალიზმი და დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი აქვს ჩვენსქვეყანაში და იმედია, რომ ეს ცვლილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ ველზე და უფრო მეტად შექმნის თანამშრომლობის სივრცეს,ნაცვლად იმისა რაც ჩვენ გვაქვს დღეს და სესიის დასაწყისშიც ვიხილეთ.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება" მარტო ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს. ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ხმები მარტივიმიზეზის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ გვაქვს და შესაბამისად, ამ უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ცვლილების მიღებას სჭირდებათანამშრომლობა სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, უმრავლესობასა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის და მე მინდა მქონდეს იმედი, რომოპოზიცია შეძლებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, რომ მხარი დაუჭიროს ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდა, თუმცა მათი ზოგიერთი ნაბიჯი იმედის მიმცემინამდვილად არ არის, მაგრამ მაინც მინდა სურვილი გამოვხატო, რომ ეს ძალ საკუთარ თავსი იპოვონ და ამ მნიშვნელოვან რეფორმას დაუჭირონ მხარი.

რაც შეეხება ეუთოს რეკომენდაციებს, ჩვენ წლის დასაწყისში საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდოდა საარჩევნოკოდექსში, ამით ჩვენ გავითვალისწინებდით რეკომენდაციების დიდ ნაწილს, რომელიც მივიღეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან და შესაბამისად, ეს ცვლილებებიმომავალი წლისთვის იქნებოდა საფუძველი და გარანტი თანასწორი, სამართლიანი, გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესის, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიანმნიშვნელოვანი.


ეს სამუშაო ჯგუფი და ამ თემაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ყველამნიშვნელოვანი აქტორი ჩართულია - პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აქაც მინდა მქონდეს იმედი, რომ ყველაეცდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ძალები, რომ კონსტრუქციულად და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით ჩაერთონ ამ პროცესში და შესაბამისად, სამომავლოგანხილვებიც მსგავს რეჟიმში წარიმართოს საქართველოს პარლამენტში.

ეს ორი რეფორმა, როგორც ჩვენ თავიდანვე ვთქვით საშემოდგომო სესიაზე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან 2020 წელი საარჩევნო წელია და ამ დროისთვის ჩვენსამართლებრივი ბაზა უნდა გვქონდეს სრულიად მოწესრიგებული და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტი ერთობლივი ძალებით შეძლებს ამ მიმართულებით,სწორი, სრულფასოვანი ნაბიჯების გადადგმას და ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის სამართლიან, სწორ, მშვიდ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობას" - განაცხადა ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42