"მოსახლეობის დიდი ნაწილი გიორგი გახარიას მხარდამჭერია... ჩვენ ოპონენტებს მხოლოდ სტვენა შეუძლიათ"- ზვიად ძიძიგური
პოლიტიკა - 16:15, 03 Sep, 2019     1113
მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგინებას და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტს უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა. ძიძიგურის თქმით, არსებობს ხალხი, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგია, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც გიორგი გახარიას მხარდამჭერია


„მე მინდა ჩემს კოლეგებს შევახსენო, რომ წინა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ქუთაისში გადაიტანა. გადაიტანა იმიტომ, რომ მაშინ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იყო და თავი ამას აარიდა.

ჩვენ პირიქით, ქუთაისიდან თბილისში გადმოვიტანეთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის გარეთ ან პარლამენტის შიგნით ეს არის კონსტიტუციური მოვლენა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ დღეს აქ ვნახეთ, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ლეგიტიმურია ყველა მშვიდობიანი მოთხოვნა, პროტესტის ყველა მშვიდობიანი ფორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დააფიქსირებენ, უბრალოდ, კანონის ფარგლებს არ უნდა გადავიდეთ.

მე მინდა დღეს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა ბახტაძეზე მინდა მოგახსენოთ. მადლობა მინდა გადავუხადო კონსერვატიული ფრაქციის სახელით, ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგა ამაში შემომიერთდება, იმ გაწეული სამუშაოსათვის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ძალიან ღირსეულად განახორციელა ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეგულაციები, რომელიც მან ლომბარდებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით შემოიტანა და ამით გადაარჩინა ბევრი ჩვენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოქალაქე ბევრ პრობლემას. განათლების რეფორმის მიმართულებით გადადგმული მისი სერიოზული ნაბიჯი, ვფიქრობ, ძალიან დიდ შვებას მოუტანს განათლებაში მომუშავე ადამიანებს და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

ახლა გადავალ ძირითად სათქმელზე, რომლის თქმაც მინდა თქვენთვის. ახლა, აქ, ახალგაზრდა კაცი, ჩემს თავს ზემოთ იდგა და გავრილოვს მეძახდა მე. ბოდიში მომითხოვია, 1993 წელს, შევარდნაძემ სამოქალაქო დაპირისპირების დროს ქვეყანაში შემოიყვანა ბალტინის ფლოტი. ბალტინი თავად, საზღვაო სპეცდანაყოფი და ამ სპეცდანაყოფმა დაბომბა სენაკი. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემდეგ ხელისუფლება შეინარჩუნებს სწორედ ამ რუსული სპეცდანიშნულების რაზმებით, ბალტინის რაზმებით და არ ვღებულობ იმ ადამიანებისგან ბალტიის სიების შემოთავაზებას და არც ოკუპაციაზე ლაპარაკს, ვინც ამაში მონაწილეობდა და ტაშს უკრავდა შევარდნაძეს ამისათვის.

1994 წელს, მინდა გაგახსენოთ კოლეგებო, დაგომისის ხელშეკრულება და სოჭის ხელშეკრულება, რომლითაც სოხუმში და ცხინვალში ჩააყენა შევარდნაძემ რუსული ჯარები და მას შემდეგ ქართული იურისდიქცია ამ ჩვენს ტერიტორიებზე არ განხორციელებულა. და ტაშს უკრავდნენ ამაზეც შევარდნაძეს და ხელისუფლებაში ვინც იყვნენ მაშინ, ისინი დღესაც არიან პოლიტიკაში და არ მივიღებ მათგან არავითარ, ასეთი ტიპის ოკუპაციაზე ლაპარაკს.

2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა წინა ხელისუფლებამ ოკუპანტ რუსებს. არ მივიღებ მათგან არავითარი ტიპის შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს და ბოლოს, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მათი წარმომადგენლების, რომლებიც ათასგვარი მაქინაციებით თავს იძვრენენ, რომ ჯარში არ წავიდნენ და შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მიდიან და შიშველი უკანალებით ებრძვიან ოკუპაციას, არც მათგან არ მივიღებ ოკუპაციაზე ლაპარაკს. დიდი ბოდიში მომითხოვია ამისთვის, მაგრამ ეს ასეა.

რაც შეეხება ოკუპაციაზე ლაპარაკს, ეს არის პოზიცია, რომელიც მინდოდა დამეფიქსირებინა.

ბატონ გიორგი გახარიაზე მინდა ასევე ვთქვა. ძალიან ნერვიულობენ ბატონ გიორგი გახარიაზე, რომ თურმე ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი უპირისპირდება. გეტყვით, რომ გაცილებით დიდი ნაწილი მისი მხარდამჭერია და მე ვნახე ჩემი საკუთრი თვალით რეგიონებში მოსახლეობის დამოკიდებულება გახარიას მიმართ, როდესაც ჩვენ გახარიას ვხვდებოდით. ამიტომ, ნუ ინერვიულებენ იმაზე, რომ პრემიერად გახარიას დანიშვნა დააზარალებს ქართულ ოცნებას, ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ ჩვენი ოპონენტები და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ, ეს რამდენიმე კვირაა, პოლიტიკურ ასპარეზზე.“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42