დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ის რაც 20 ივნისს მოხდა იყო პარლამენტის შტურმის ღამე - ამის შსახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
"ამ საშემოდგომო სესიაზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ეხება მმართველობის სისტემის ცვლილებას საქართველოში. ჩვენ ვნახავთ, რომ თუჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ეს, პროპორციული სისტემა, ეს შეცვლის იმ უპირობო მმართველობის პრაქტიკას, რომელიც საქართველოში დამკვიდრდა და რომელიცრევოლუციური ცვლილებების საშუალებით იცვლებოდა მხოლოდ.
ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი კონკრეტული წინადადებები, რომელიც განსხვავდება შემოთავაზებული ვარიანტებიდან და უკვე დავუგზავნეთ უმრავლესობის დაუმცირესობის ყველა დეპუტატს. იმედი გვაქვს, რომ სერიოზულად მოეკიდებით, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამამაზე მაშინ, როცა ამის განხილვა დაიწყება.
მე ვფიქრობ, რომ დღეს, უმრავლესობის უმთავრესი ამოცანაა პარლამენტში უახლოესი ხანების განმავლობაში უზრუნველყოს პირობები ამ მმართველობის სისტემის ცვლილებისშინაარსობრივი განხილვისათვის. ამისათვის აუცილებელია პარლამენტში მსჯელობის ატმოსფეროს შექმნა. იოს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ამისათვის ხელშემწყობი რომ ვერიქნება და ხელისშემშლელია და მოწოდებულია იქეთ, რომ ეს ცვლილებები არ განხორციელდეს, ამაში მე ეჭვი არ მეპარება.
მაგრამ ამ წუთში მე არ მინდა ლაპარაკი იმაზე, თ რა უნდა მოიმოქმედოს უმრავლესობამ, ეს თქვენი ამოცანაა. მაგრამ მე მინდა ერთი რამ ვთქვა, ჩვენი სახელით, მათ შორის,მივმართო უმრავლესობას, მედიას, ჟურნალისტებს და საზოგადოებას. სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა. ძალიან ბევრი თქვენგანი და ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენსიტყვებს, გავრილოვის ღამე, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა და რომელიციმ დღეს ახორციელებდა აბსოლუტურად სხვა რამეს. ის, რაც მოხდა 20 ივნისს, ამას არ ქვია გავრილოვის ღამე, ამას ქვია პარლამენტის შტურმის ღამე. სიტყვებს აქვთმნიშვნელობა და თ ჩვენ ამას წავუყრუებთ, საზოგადოებაში დამკვიდრდება ეს და ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის ან მნიშვნელოვანი ფიგურა, ან ისამბავი იყო იქ მთავარი. არა, მთავრი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. მოგიწოდებთ უმრავლესობის წევრებს, მოვუწოდებ ჟურნალისტებს,მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ჩვენ, ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები და ა.შ. არასოდეს ამ სიტყვებს, რომელიც პიარის ნაწილია ნაციონალურიმოძრაობისა და გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებისა, ყველა შემთხვევაში ამას შევეწინააღმდეგებით და მოგიწოდებთ, რაც არის რეალობა, რაც არის ფაქტი,ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე" - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






