საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგინებას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეხმაურება:
„გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებს და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციაზე და თანამდებობაზე. დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც.
ახალი პრემიერის მთავარი, უმთავრესი ამოცანაა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ.“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მასალის გამოყენების პირობები






