Apple Pay დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფენდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას, Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არც Apple -ის სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის ჩიპში - „უსაფრთხო ელემენტი“.
Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch -ით.
ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა მარტივ, Touch ID -ზე ერთი შეხებით გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან Face ID -ს გამოყენებით IPhone X –ს შემთხვევაში. ამასთან ერთად საჭირო აღარ არის, დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება, განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა. შენაძენის გადახდისას აპლიკაციით ან ბრაუზერში Safari, Apple Pay მუშაობს iPhone 6 -ს ან შემდგომი მოდელის ტელეფონებზე, ასევე ხელმისწვდომია iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 -ს და უფრო ახალ მოდელებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay, 2012 წლის შემდგომ გამოშვებული Mac-ზე რომელზედაც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6, შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch -ის გამოყენებით და ასევე MacBook Pro -ს Touch ID -ზე თითის მიკარებით.
მასალის გამოყენების პირობები






