Apple Pay-თ სარგებლობა უკვე თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:53, 03 Sep, 2019     1699
თიბისი ბანკი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ სერვისს, Apple Pay-ს ნერგავს და მობილური გადახდების პროცესს უფრო მარტივს, უსაფრთხოს და დაცულს ხდის. Apple Pay-თ სარგებლობა შესაძლებელია iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.


Apple Pay დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

„თიბისი ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. თიბისის სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, თიბისის მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„მივესალმებით Apple Pay-ს კავკასიის რეგიონში შემოსვლას. მას შემდეგ, რაც 2009 წელს რეგიონში პირველად დაინერგა ვიზა PayWave, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა და მოხმარებლის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მოხარული ვართ, რომ Apple Pay-ს შემოსვლა კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ქრისტინა დოროსმა, ვიზას მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„მასტერქარდი ტექნოლოგიური ლიდერია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია, საქართველოში დავნერგოთ გადახდების სფეროში არსებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სწრაფად განვითარებად ციფრულ ეკონომიკას" -, აღნიშნა იგორ სტეფანოვმა, მასტერქარდის მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42