საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:50, 03 Sep, 2019     1476
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა. Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. შეიძინონ სასურველი ნივთი სწრაფად და კომფორტულად, როგორც მაღაზიებში, ასევე აპლიკაციებისა და ვებგვერდების საშუალებით. საქართველოს ბანკი მომხმარებელს აძლევს ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას ონლაინ შოპინგისთვის.


უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც Apple Pay–ის გამოარჩევს. Apple Pay-ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად, მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხო. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

„მოხარული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს Apple Pay- ს, რომელიც მობილურ გადახდებს კიდევ უფრო მარტივ და უსაფრთხო გადახდის მეთოდად აქცევს. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, Apple Pay-ს მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც მაღაზიაში, ასევე აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული კომერციის წარმატებით განვითარებას, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება, გრძელვადიანი ლოიალურობა და მაქსიმალური კომფორტი. Apple Pay-ის გამოყენებით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხელშესახებ სარგებელს, ვაცნობთ ახალ პროდუქტს და ვაძლევთ ახალ გამოცდილებას უკვე არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით”,-განმარტა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„მივესალმებით Apple Pay-ის კავკასიის რეგიონში წარდგენას. უკონტაქტო ანგარიშსწორება და ის, თუ როგორ იხდიან მომხმარებლები ყოველდღე- შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და მარტივად, ქმნის ციფრული გადახდების ლანდშაფტს. Apple Pay-ის შემოსვლით საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, როგორც რეგიონალური ლიდერისა უკონტაქტო და ინოვაციურ გადახდებში“,- განაცხადა კრისტინა დოროსმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

„მოხარული ვართ, რომ Apple Pay უკვე საქართველოშია. სმარტფონით გადახდები საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში და ვფიქრობთ, ტენდენცია ძალიან დიმანიური იქნება საქართველოშიც. ეს კი შესაძლებელი იქნება უკონტაქტო გადახდების იმ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ Apple Pay იქნება დიდი ბიძგი უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის საქართველოში“,- განაცხადა იგორ სტეპანოვმა Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.

Apple Pay–ის გადახდის სრულყოფილი სისტემა მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის მოწყობილობასთან. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს საქართველოს ბანკის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ყველა ბენეფიტით სარგებლობას.

IPhone-სა და Apple Watch-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია Apple Pay-ით გადაიხადოს მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსში. Apple Pay-ის გამოყენებით Safari-ით, პლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგისას, საჭირო აღარ არის ხელით შეავსოთ შესყიდვის გრძელი ფორმა ან ყოველ ჯერზე ხელახლა მიუთითოთ ინფორმაცია გადაზიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.

Apple Pay-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ:

http://www.apple.com/apple-pay/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42