„გახარიას გაპრემიერება - სილის გარტყმა საზოგადოებისთვის“ - „ოცნების“ ოფისთან „სირცხვილიას“ წევრების მივიდნენ
პოლიტიკა - 09:35, 03 Sep, 2019     1014
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა დლის 9 საათზე დაიწყო, აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერებას აპროტეტებენ და ამბობენ, რომ მთავრობის ასეთი ცვლილება საზოგადოების პროტესტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„დაიწყო შემოდგომა და ჩვენ დაპირებისამებრ, უფრო მეტად გავაქტიურდებით. ჯერ დილაუთენიაა და „ქართული ოცნება“ ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ მოვასწროთ ჯერ მათ ოფისთან მოსვლა და გაპროტესტება იმის, რაც აქ ხდება და შემდეგ უკვე პარლამენტთან, რომლის ყველა შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი გაკეთდება. დღეს აქაც მოდიან „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და ადამიანები, ვისაც უბრალოდ უნდოდა, რომ აქედან დაეძახა სათქმელი, რომ სირცხვილია და 76-ე დღეს მაინც იქნებ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობამ, რომელიც აქ იქნება შეკრებილი. მასზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ხვალ და ზეგ ჩვენს ქვეყანაში სიტუაციები. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველა ფრონტზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა, ვიყოთ აქტიური და პასუხი გავცეთ. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ 76-ე დღესაც კი არ შევშინებულვართ, არ დავღლილვართ და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით.

გახარიას გაპრემიერება ქართული საზოგადოებისთვის იდეურად იქნება კიდევ ერთი სილის გარტყმა. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისგან პიდაპირი სიგნალი და განაცხადი, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რას აპროტესტებს ხალხი. ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ იწყება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში დიქტატურა, ზუსტად ის, რაც ხდება კორეასა და რუსეთში. ბუნებრივია, ამას უფრო მეტი გაღიზიანება მოჰყვება ადამიანებისგან. თუ გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42