„გახარიას რუსული კუდი მოჰყვება და, როგორც ჩანს, აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი მის პრემიერად დანიშვნაზე“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 22:55, 02 Sep, 2019     1748

მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან დაახლოებული გავლენიანი პირი აშშ-სთან მხოლოდ ახალი პრემიერის ვინაობას კი არა, არამედ, „ოცნების“ ყოფნა-არყოფნის საკითხსაც ათანხმებს.

„ქართულ ოცნებას“ აღარც ძალა აქვს, აღარც - ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა, რომელიც 2012 წელს ჰქონდა. მით უმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არაა შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას სხვა, რუსული კუდი მოჰყვება და ეს, სულ ცოტა, ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს. მოკლედ, როგორც ჩანს აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი მის დანიშვნაზე, თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ დაუპირისპირდებოდა,“ - მიიჩნევს ჭიჭინაძე.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო დაბრუნებას, ჭიჭინაძის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რომ ღარიბაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთი ავტორი თავის დროზე კახა კალაძე იყო.

„სწორედ მან მიიტანა კომპრომატები ჯანყარაშვილსა და მის გარემოცვაზე, ანუ თავის დროზე თუ კალაძემ დაამარცხა კომპრომატებით ღარიბაშვილი, ვფიქრობ, ახლა ღარიბაშვილი უფრო აქტიურად შეუტევს და უფრო მეტად სამართლიანი იქნება კალაძის მოქმედებებთან მიმართებაში, ვიდრე სხვა. მოკლედ, „ქართული ოცნება“ შიგნით ჭიდაობით, ინტრიგებითაა დაკავებული და ხალხს აბსოლუტურად მოწყდნენ და ესაა სამწუხარო რეალობა,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42