"შეხვედრის დასაწყისშივე დავაფიქსირეთ, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს არ განვიხილავდით" - ერგნეთში IPRM-ის ტექნიკური შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 20:20, 02 Sep, 2019     711

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამავლობით, IPRM-ის ფარგლებში, დღეს ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები განიხილეს.

იმის დასადასტურებლად რომ გუშინ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის უპოლოტო საფრენი აპარატი სხვა დრონზე შეჯახების გამო ჩამოვარდა და არა ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად, ქართული მხარის წარმომადგენლებმა ნივთმტკიცებად სწორედ ჩამოვარდნილი დრონი წარადგინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ ეტყობა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრის დასაწყისშივე დააფიქსირა პოზიცია, რომ საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხის განხილვა არ მოხდებოდა:

„შეხვედრის დასაწყისშივე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა.

დავაფიქსირეთ, რომ წნელისთან არის არაპროპორციული გადაადგილებები. სტანდარტული საგუშაგო წარმოუდგენელია, რომ იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მოსახლეობისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიტუაციის დეესკალიზაციისთვის საჭიროა კეთილი ნება, ეს სწორად მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ძაბავს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ, მზად ვართ ჩავატაროთ იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა სიტუაციის დეესკალაციისთვის.“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42