"ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 19:01, 02 Sep, 2019     1139

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე პრემიერ მამუკა ბახტაძის გადადგომას ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ვერანაირი შიდა საკადრო გადაადგილებები, ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს აქვთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გახადონ ქვეყანა წარმატებული და როგორ ჩამოაშორონ ივანიშვილის ხელისუფლება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას და მოქალაქეებს:

"გადადგა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრესსპიკერის როლსაც ვერ ასრულებდა. გადადგა მთავრობა!

ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და იმაზე, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოშორების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რასაც რა თქმა უნდა, გახარიასა და ღარიბაშვილის ახალ პოზიციებზე წარდგენა ვერ შეაჩერებს.

​ამ ადამიანებზე აქცენტის გაკეთება მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უკეთესი სვლა არ გააჩნია, მათზე პოლიტიკური ფსონის დადებით, პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფლებისთვის მებრძოლ, ღირსეულ ადამიანებს.

​დავსვათ კითხვა, რა დამსახურების გამო შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. ან რა პრინციპით უნდა გახდეს ხელახლა მთავრობის წევრი ადამიანი, რომელიც გამორჩეულია სიძულვილის ენით და თავად ,,ქართული ოცნების" გუნდის მიერ იყო დადანაშაულებული კახური, კორუფციული კარტერის შექმნაში.

​ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ვერანაირი შიდა საკადრო გადაადგილებები, ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს.

​ჩვენ, გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გავხადოთ ქვეყანა ყველამ ერთად წარმატებული და როგორ ჩამოვაშოროთ ივანიშვილის ხელისუფლება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს." განაცხადა გიორგი ვაშაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42