თამარ ურუშაძე "რუსთავი 2"-ზე "კურიერს" წაიყვანს - შემოთავაზებას ელოდება ვახო ხუზმიაშვილი
პოლიტიკა - 15:33, 02 Sep, 2019     5087
"რუსთავი 2"- ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება და ჟურნალისტებს ისევ აქტიურად ეძებს. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, არხზე "კურიერის" ერთ-ერთ გამოშვებას ჟურნალისტი თამარ ურუშაძე წაიყვანს. ამავე წყაროს ცნობით, "რუსთავი 2"-ში შეიძლება ვიხილოთ ვახო ხუზმიაშვილიც.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თამარ ურუშაძე უკვე იმყოფებოდა "რუსთავი 2"-ში და ტელევიზიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიასაც შეხვდა.

ტელეკომოანიაში ვიზიტი არ დაუმალავს ურუშაძეს, რომელსაც "ნიუპოსტი" ცოტა ხნის წინ ესაუბრა. ჟურნალისტმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებაც რომ ის "კურიერის" წამყვანი ხდება:

"ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამ თემაზე. რამდენიმე დღეში თუ დამიკავშირდებით, შემეძლება გითხრათ ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ. ახლა აბსოლუტურად ვერაფერს გეტყვით. ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევი მგონია. დღეს მე "მაესტროშიც" ვიყავი და "იმედის" შენობაშიც. 2 დღეში ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული იქნება და დამირეკეთ მაშინ"- თქვა ჩვენთან საუბრისას თამარ ურუშაძემ.

რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში წინადადებას აუცილებლად დათანხმდება.

"ამ დრომდე არავითარი მოლაპარაკება არ მქონია. მაგრამ თუ იქნება "რუსთავი 2"-დან შემოთავაზება, უარს ალბათ არ ვიტყვი. იმის შემდეგ რაც ჩემი კოლეგები შევიდნენ ტელეკომპანია "იბერიაში" წარმატებით დავიწყებ მეც მუშაობას თუ შემომთავაზებენ"- აღნიშნა ხუზმიაშვილმა.

"რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო გამოშვება 20 აგვისტოს შემდეგ არ გასულა. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც არხის გენერალურმა დირექორმა პაატა სალიამ R2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, "კურიერის" სრულმა შემადგენლობამ "რუსთავი 2"-ის დატოვება გადაწყვიტა. მათი უმრავლესობა ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ "მთავარ არხზე" აგრძელებს მუშაობას.
"მთავარი არხი" ეთერში 9 სექტემბერს გავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42