"გადადგომას არ აფასებენ, ეს მისი გადაწყვეტილებაა" - სალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძეზე
პოლიტიკა - 15:11, 02 Sep, 2019     870

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მხრიდან ყოფილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასება არაკორექტული იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ქრონიკას" პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განუცხადა.

"არაკორექტული იქნება, რომ აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, გადადგომას არ აფასებენ. "ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა კომენტარი ასევე არ გააკეთა შს მინისტრ გიორგი გახარიას პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42