პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ მამუკა ბახტაძის მიერ ფეისბუკით გაკეთებულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივნმა მდივანმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ მალავდნენ და არ ადასტურებდნენ მოსალოდნელ ცვლილებას მმართველ გუნდში, განაცხადა, რომ თვეების წინ ეს ცვლილება არ იგეგმებოდა და როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მედიისთვის და საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა:
„არ ვადასტურებდით რას ნიშნავს, რამდენიმე თვით ადრე უნდა შეგვეტყობინებინა? ჩემი პასუხი რა იყო? რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული ცნობილი გახდება თქვენთვის.“- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე საზოგადოების რეაქციასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი განცხადებები სოციალურ ქსელში არ უნდა ვრცელდებოდეს. კალაძის თქმით, 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნიკაციის წყაროა:
„ფეისბუკი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, ჩემი ერთ-ერთი ძირითადი კომუნიკაციის წყარო არის სოციალური ქსელი. 21-ე საუკუნეში არაა აუცილებელი მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია, ფეისბუკი, ასევე ტვიტერი. რატომაც არა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ.“- აღნიშნა კალაძემ.
გამოეხმაურა. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის თქმით, მომავალი პრემიერის ვინაობა ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომის და საპარლმენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი:
„რაც შეეხება ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერი, ხვალ არის პოლიტსაბჭო, შეხვედრა უმრავლესობასთან და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.“- განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






