"მაღალფარდოვანი გამოსათხოვარი ნეკროლოგი"- ბაქრაძე ბახტაძის საქმიანობას აფასებს
პოლიტიკა - 13:32, 02 Sep, 2019     1381
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს. ამასთან ბაქრაძე ამბობს, რომ ბახტაძის პრემიერობის დროს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა მოსახლეობა.
"გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა. გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, გავრილოვის ღამე, ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმის, რითიც დაამახსოვრა თავი ბახტაძის მთავრობამ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მის მხრიდან რაღაც ინსტიტუციონალურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მაღალფარდოვანი ფრაზები უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ეს მთავრობა კიდევ ერთხელ მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი არ ესმით რა სჭირდება ქვეყანას. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - არა შიდაგადანაცვლებები "ქართული ოცნების" გუნდში, არამედ ამ გუნდის ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლოების მოსვლა, რომელსაც ესმის რა სჭირდება ქვეყანას, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, მთავრობა რომელიც დაკავდება პრობლემების მოგვარებით და არა ფეისბუქზე მაღალფარდოვანი გამოსათხოვარი ნეკროლოგების გავრცელებით"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42