აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - სალომე ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის პასუხს სთხოვენ
პოლიტიკა - 11:55, 02 Sep, 2019     805
ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია იმართება, ოპოზიცია და საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტეტსებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, თუ ვისი დავალებით მოხდა ამ პირის შეწყალება და რა მოტივით. აქციის წევრები ათონელზე პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან.


„ის რაც ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან და იმ შეწყალების აქტს, რასაც მან მოაწერა ხელი, ამისთვის საზოგადოება ითხოვს განმარტებას პირველი პირისგან, უფრო სწორად ადამიანისგან, რომელიც ერთი წლის წინ ივანიშვილმა დაუნიშნა ამ ქვეყანას პრეზიდენტად. შეწყალების აქტი, რომელიც გულისხმობდა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის 3 წლის შემდეგ გარეთ გამოშვებას, არის აღმაშფოთებელი და ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ ის შეურაცხყოფს იმ პოლიციელს, რომელიც შეეწირა სამართლიანობისთვის ბრძოლას და იმ პოლიციელებსაც, რომლებიც დღეს პატიოსნად ასრულებენ თავის მოვალეობას. იმ ფონზე როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი დაკავებულია იმისთვის, რომ გავრილოვის ღამეს საქართველოს სიყვარულით გამოვიდა გარეთ და პოლიციასთან ძიძგილაობისთვის შვიდწლიანი პატიმრობისთვის ემუქრებიან, აღმოჩნდა რომ პოლიციელის მკვლელობა თურმე არაფერი არ ღირს.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავდებული პირის გათავისუფლება, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის კრიმინალებთან დადებულ შეთანხმებას უკავშირდება. უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არჩვენებს კრიმინალების დახმარებით ატარებს და მისი მთავარი მოკავშირე კრიმინალები არიან და ვადლებულები არიან რომ კრიმინალებს „კოჭი გაუგორონ“.

„სირცხვილია, გახარია როგორ უნდა გველაპარაკებოდეს პოლიციელის მუნდირის დაცვაზე, როდესაც პოლიციელის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზე ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ მოვითხოვთ, გამობრძანდეს ქალბატონი სალომე და გვითხრას ვისი დავალებით ან რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ვისგან მიიღო დირექტივა.“- განაცხადა უდუამაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42