„ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს, მაგრამ ჯერ არ მიულოცოთ!..“ - რა უთხრა ივანიშვილმა "ოცნები" ლიდერებს შუშის სასახლეში
პოლიტიკა - 12:09, 02 Sep, 2019     8898
დღეს მამუკა ბახტაძე პრემიერობიდან გადადგება და ამის შესახებ ის განცხადებას თოქ-შოუების წმაყვანებთან გააკეთებს, რომელიც 15:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება.
ბახტაძე საკუთარ მიღწევებზე ისაუბრებს, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თანამდებობას ისე დატოვებს, რომ შემცვლელის ვინაობას არ დაასახელებს. ასევე,
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, იგივე მოხდა გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, ანუ ბახტაძემ საკუთარ მიღწევებზე საუბარს 40 წუთი დაუთმო. ამის შემდეგ მას სიტყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლმა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი კანდიდატი პრემიერობაზე გიორგი გახარიაა. უფრო კონკრეტულად, ივანიშვლილმა თქვა ფრაზა: „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს.“ ივანიშვილის ამ ნათქვამს, როგორც გვეუბნებიან, შეხვედრის მონაწილეთაგან აღფრთოვანება არ მოჰყოლია და ცოტა უხერხული სიტუაციაც შექმნილა. ივანიშვილს გაუღიმია და უთქვამს, გიორგის ჯერ არ მიულოცოთ, საჭირო არ არისო. როგორც ცნობილია, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, შეხვედრა სოლოლაკში, „შუშის სასახელში“ გაგრძელდა, სადაც ასევე, დაჟინებით მოუთხოვია ივანიშვილს, რომ გახარიასთვის ჯერ არაფერი მიელოცათ, სამი დღე მოვიცადოთ და ვნახოთ, რა იქნებაო. ამ ფრაზიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ განწყობებს ტესტავს. საზოგადოებრივი განწყობა კი გახარიას მიმართ მკვეთრად უარყოფითია. შესაბამისად, ივანიშვილი პრემიერობის სარეზერვო კანდიდატად, დიდი ალბათობით, მაია ცქიტიშილს მოიაზრებს.

რაც შეეხება გახარიას, იგივე უმრავლესობაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ანუ „ოცნების“ დეპუტატებს არ უნდათ, რომ გახარიას გამო სირცხვილის დერეფანში მოუწიოთ გავლა და ამ განწყობის შესახებ, როგორც ჩანს, ივანიშვილმაც იცის.

რაც შეეხება ბახტაძეს, მან დღეს იმიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომ ივანიშვილი კატეგორიულად წინააღმდეგია, მთავრობა პარლამენტში ანგარიშით მივიდეს, სადაც დეპუტატებისგან ბუნტის ალბათობა ძალიან დიდია. ერთი სიტყვით, მომავალი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ივანიშვილი ტესტირების რეჟიმში იქნება და, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დანიშნოს პრემიერად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42