„გახარია-ღარიბაშვილის კომბინაცია ივანიშვილის „გედის სიმღერას“ ჰგავს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 21:54, 01 Sep, 2019     1080
გახარია-ღარიბაშვილის კომბინაცია ივანიშვილის „გედის სიმღერას“ ჰგავს. ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ასეთი სამთავრობო ცვლილება ოლიგარქმა ქვეყნისთვის „გედის სიმღერად“ არ აქციოს - ასე აფასებს დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, ივანიშვილმა ყველა ზღვარი გადალახა და ხელისუფლების მოსალოდნელ ჩამოშლას ასეთი „თავხედობა არჩია“.

„არ მგონია ივანიშვილი სულ მთლად ისეთი შეშილი იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს ამ გადაწყვეტილების სიმძიმეს. გასაგებია, რომ მას ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ინტერესები არასოდეს აღელვებდა, მაგრამ აშკარაა, ივანიშვილს პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით ხალხში, ქვეყნის გარეთ და ხელისუფლებაში. ყველა ხელისუფლების დასასრულის პირველი სიპტომი სწორედ შიდა არეულობაა და ეს ქართული ოცნების შიგნით აშკრად ჩანს. ივანიშვილმა ხელისუფლების ჩამოშლას თავხედობა არჩია. მე ჯერ არ მინახავს, ხელისუფალს, რომელმაც რუსთაველზე სისხლი დაღვარა, ძალაუფლება დიდხანს შეენარჩუნებინოს.

იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა ყველალა ზღვარი გადალახა და ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული პრივატიზება მოახდინა, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს ხალხის საკუთრებაში დარჩენილი ერთადერთი ინსტიტუტი - ქუჩის პროტესტი. სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, რადგან თუ ეს დანიშვნები რეალობად იქცა, ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები რამეს შეცვლის“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ ტვ პირველთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42