"ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 20:42, 01 Sep, 2019     776

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს და საქართველოს პარტნიორები არ ეგუებიან ამ ვითარებას.

„ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება, გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ, არა მხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ, გარდა უკრაინაში მიწვევისა, შესთავაზა, მოემზადებინათ ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია.

„დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთი მხრივ, კონფლიქტებთან მიმართებით და მეორე მხრივ, ევროკავშირის მიმართულებით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42