49 წლის სოკოლოვი თავდაპირველად მოსკოვიდან საჰაერო მიმოსვლით პარიზში, საფრანგეთის ვიზით ჩაფრინდა, ხოლო იქიდან, მკვლელობამდე 6 დღით ადრე, ის ბერლინში გადაფრინდა.
არსებული ინფორმაციით, სოკოლოვი უარყოფს რაიმე სახის კავშირს მკვლელობასთან და ითხოვდა რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამოცემა „bellingcat“-ი წერს, რომ მოკლული, ეროვნებით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც რუსეთისთვის მტრად იყო გამოცხადებული და მოსკოვის მიერ იძებნებოდა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ ხანგოშვილი იბრძოდა როგორც ჩეჩნეთის ომში 1999-2000 წლებში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის წინააღმდეგ.
Bellingcat- ს, გერმანულ გაზეთს Der Spiegel- სა და The Insider- ს ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ მკვლელი საფრანგეთში გავლით ბერლინში გაემგზავრა მოქმედი, არაბიომეტრიული რუსული პასპორტით, 1970 წლი აგვისტოში დაბადებული ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ მან გამოიყენა ლეგიტიმური პასპორტი, გამოძიებით დადგინდა, რომ ასეთი პიროვნება არ არსებობს რუსეთის მოქალაქეობრივ მონაცემთა ბაზაში. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, სოკოლოვის მიერ ვიზის განაცხადზე მითითებული მისამართიც შემოწმდა, თუმცა გაირკვა, რომ პეტერგურგში მსგავსი მისამართი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საზღვრის კვეთის დროს, პასპორტი დასკანერდებოდა და აუცილებლად შემოწმდებოდა რუსულ მონაცემთა ბაზაში, თუკი მონაცემთა ბაზაში შეუსაბამობა დაფიქსირდებოდა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აუცილებლად განგაში უნდა დაფიქსირებულიყო. თუმცა მკვლელმა შენგენის ზონაში შესვლა, ფაქტია შეძლო. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მიანიშნებენ, რომ ამ შეუსაბამიბას შემდეგი ახსნა აქვს: ან მესაზღვრეებმა იცოდნენ რომ ვადიმ სოკოლოვი სპეცსამსახურების ფარული ოპერატიული მუშაკი იყო და ჰქონდათ მითითება, ხელი არ შეეშალათ გადაადგილებაზე, ან 31 ივლისისთვის, როცა მან მოსკოვი დატოვა, ჯერ კიდევ იყო რუსეთის მონაცემთა ბაზაში.
ცნობისათვის ზელიმხან ხანგოვილი, 23 აგვისტოს ბერლინში იმ დროს მოკლეს, როცა ის მეჩეთში ლოცვაზე მიდიოდა. ხანგოშვილს სამი ტვია აქვს მოხვედრილი, ერთი ზურგში და ორი კი - თავის არეში. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი სავარაუდოდ, ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე 49 წლის ვადიმ სოკოლოვია დაკავებული. სოკოლოვი გერმანიაში მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა. ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს უკან მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც.
მასალის გამოყენების პირობები






