ქობულეთში გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა
შემთხვევა - 15:21, 31 Aug, 2019     1148

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ, საცხოვრებელი ბინიდან კონდიციონერი გადმოვარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონდიციონერი ქვემოთ მყოფ კაცს დაეცა. მათივე თქმით, დაშავებული 55 წლის კაცი ქობულეთის მკვიდრია და იგი ტროტუარზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივთა განმარტებით, გამაგრილებელი საშუალება საცხოვრებელი ბინის მე-4 სართულზე ხის მცირე კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. მათივე თქმით, კონდიციონერს სპეციალისტი სადემონტაჟო სამუშაოებს უტარებდა, რა დროსაც იგი მოულოდნელად გადმოვარდა და ქუჩაში მყოფ გამვლელს დაეცა.

მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ სამუშაოების დროს არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორია არ იყო სპეციალური დამცავი ლენტით შემოსაზღვრული.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. თავის არეში ჭრილობით და ტვინის შერყევით პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით მას დამატებითი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორომაციით, გამოძიება 240-მუხლის, 1-ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

წყარო: TV 25






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42