ჩხარტიშვილის პოლიტიკური თამაშები - რა დააშავა ბახტაძემ და რას პროგნოზირებს ანალიტიკოსი მირცხულავა
პოლიტიკა - 12:30, 31 Aug, 2019     9545

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე „ნიუპოსტი“ ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას ესაუბრა:

- ბატონო გოჩა, უკვე დადასტურებულად შეიძლება იმისი თქმა, რომ „ქართული ოცნება“ სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადება. რა არის ამ ცვლილებების მიზანი?

- ჩვენ ისეთ პოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, რომ დადასტურებულად არაფრის თქმა არ შეიძლება, ვიდრე კონკრეტული ფაქტი არ მოხდება, თუმცა თუ თქვენს კითხვას გავყვებით, ამ ცვლილებების მიზნის ახსნა საკმაოდ გართულდება „ოცნებისთვის“ სავარაუდო კანდიდატების კონტექსტში.

- რას გულისხმობთ და რომელ კანდიდატებს?

- რადგან რეალურად ბატონი ივანიშვილის ფავორიტებად გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი სახელდებიან, სწორედ მათ ვგულისხმობ.

- ანუ?

- ორივეს დანიშვნის შემთხვევაში, ან არ ერთის, ან მეორეს, ბატონ ივანიშვილს მოუწევს აუხსნას მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერებს, რომ ბახტაძის წარდგენისას შეცდა. ორივე პერსონა მაშინაც მთავრობის წევრი იყო და რატომ ვერ შეამჩნია ისინი? მით უფრო, რომ იმ პერიოდიდან დღემდე ორივე პერსონა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ერთი 20 ივნისს - გახარიას ვგულისხმობ, მეორე კი თუნდაც ანაკლიის კონტექსტში, როდესაც უამრავ კითხვაზე არ არსებობს პასუხი და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს სასარგებლო პოზიციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში. რა, რომელიმემ ოქსფორდში ან კემბრიჯში გაიარა მართვის კურსები ამ პერიოდში და ახალი იდეებით დაბრუნდნენ სამშობლოში? ეს ორი პერსონა ვიცე-პრემიერები არიან და პრემიერობის შემთხვევაში მათი მართვის კვალიფიკაცია გაიზრდება? პრინციპში, ეს კითხვები თავად ბახტაძემ და უმრვლესობამ უნდა დასვან და კიდევ უმარავი რამ, რაც ბმაშია ვიცე-პრემიერების შესაძლო გაპრემიერებასთან.

- მაინც, რა კითხვა შეიძლება დასვას ბახტაძემ?

- შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის კითხვას ვერ დასვამს და მეეჭვება, ვინმეს უმრავლესობიდან ამის ძალა და ოფსილა ეყოს. მაგალითად, ასეთი კითხვა: თუ ამ პერსონებს რომელიმე სფეროს ამოქაჩვა შეუძლიათ, როგორც ვიცე-პრემიერებს, დაუშალათ ვინმემ? თან მხოლოდ ბახტაძის შეცვლა, ან რომელიმე ორი მინისტრის - როგორც მეუბნებიან, შეცვლიან ეკონომიკის მინისტრს და ცალკეულ ძალებს დაინტერესება აქვთ, შეცვალონ სოფლის მეურნებოს მინისტრი - მართვის სისტემას შეცვლის, ან რაიმე გარდამტეხ სიკეთეს მოუტანს სახელმწიფოს?

- ცალკეულ ძალებში ვის გულისხმობთ, ივანიშვილის გარეშე ხომ არაფერი ხდება?

- საქმეც ისაა, რომ ხდება, თუმცა გარეშე - არა, მისი ჩართულობით. მაგალითად, როგორც საპრეზიდენტო ან დედაქალაქის მერის არჩევნების დროს - 2014 წელს, დაუდებენ გაყალბებულ რეიტინგებს და მერე უკვე ტექნიკის საკითხია ბევრი რამ. რა, ივანიშვილისთვის უცნობია, თუ უცნობია, კიდევ უფრო ცუდად ყოფილა საქმე, ჩხარტიშვილის გავლენა სამთავრობო წრეებზე, კონკრეტულ მინისტრებზე, მოადგილეებზე? ჩხარტიშვილი ამ მხრივ, როგორც იტყვიან, ყველაზე ოდიოზური ფიგურაა, მაგრამ კულუარებში ბევრი ასეთი ჯგუფია, რომლის ინტერესები ხშირად ემთხევევა ერთმანეთს, ან პირიქით. რაც იწვევს მერე კულუარული გადაწყვეტილებების მიღებას და სახელწიფოს დაზიანებას. ამ ჯგუფებისთვის სახელმწიფო არ არსებობს, მაგრამ არსებობს ქვეყანა, რომელიც უნდა წველონ და წველიან კიდეც წარმატებულად.

- დავუბრუნდეთ ისევ შესაძლო კანდიდატებს, სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი იწერება ჩორჩანას ინცინდენტთან დაკავშირებით. არის კი ეს იმ მასშტაბის მოვლენა, რომ გახარიას 20 ივნისს გადაუფარავს?

- 20 ივნისი გახარიას პიროვნული და პოლიტიკური ტრაგედიაა. მე არ ვიცი, ასე აფასებს იგი ამ დღეს თუ არა, მაგრამ ეს დაღი მას სამუდამოდ გაჰყვება. და აქ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არა იმის გამო, ოპოზიცია რას აპირებდა. არამედ, იმიტომ, რომ „ოცნებამ“, პოლიტიკურმა გუნდმა, მთავრობამ და ამ აქციაზე მე და ჩემი შვილები ვერ გვნახა. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებს და ღირსებას ვიცავდით და ჩვენთვის სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა იმ კონკრეტულ წუთებში ვინ - რომელი პოლიტიკური ძალა იყო სახელმწიფოს სათავეში. „ოცნების“ სპიკერების მიერ ამ ფაქტის შემდგომ გაკეთებული კომენტარები თვალნათლივ ცხადჰყოფდა და ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებში მოკავშირე ვერ დაინახა, რომელიც რეალურად მათ საქმეს აკეთებდა და სახელწიფოს იცავდა. შესაბამისმა სამსახურებმა, რომლის კურატორი გახლავთ ვიცე-პრემიერი გახარია, ვერ შეაფასეს აქციის ანატომია. თვითმიზანი კი არ იყო კობახიძის გადაყენება. განა, არ იცის ხალხმა, რომ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში გვარები და სახელები არაფერს ნიშნავს, არამედ ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის დემონსტრირების შანსი - პირველ რიგში „ოცნების“ მხრიდან. გაიხსენეთ 20 ივნისის საღამოს კობახიძის ჩართვა ტვ „იმედში“ ბაქოდან და მის ინტერვიუშია პასუხი იმაზე, რომ აქციის ანატომია ვერ იქნა ამოხსნილი. და ვის ეკისრება ამაზე პასიხისმგებლობა? მერე „ოცნების“ კულუარებში იმას საუბროდნენ ოპოზიციის მოთხოვნით ხომ არ გადადგებოდაო კობახიძე და სწორად გადადგა მეორე დღესო. აი, ეს არის ხელისუფლების სისუსტე, არაპროფესიონალიზმი, როდესაც მე ოპოზიციას დამიძახებ. აქ საძრახისი კი არაა რამე, მაგრამ იმას ვერ მიხვდები, რომ მე - ხალხი, ხელისუფლების წყარო ოპოზიცია კი არ ვარ, არამედ ჩემი სახელმწიფოს ღირსებას ვიცავ და კლიშეს მომაკერებ. ომი რომ დაიწყოს ხვალ, რას იზამ? ოპოზიციონერს ან მისი ოჯახის წევრს იარაღის დაკავებას აუკრძალავ? თუ ხალხს შეატოვებ ყველაფერს და თავად გაიქცევი? ჰო, ეს მწარე მოსასმენია, მესმის. მაგრამ როდესაც სახელმწიფოა უპირველესი, ვის აქვს ასე დაყოფის უფლება? და ბოლოს, ამ ღამესთან დაკავშირებით არის უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაც სუფთა სამართლებლივ კონტექსტში. ამიტომ ვამბობ, იზიარებს ბატონი გახარია ჩემს მოსაზრებას თუ არა - 20 ივნისი მისი პიროვნული და პოლიტიკური ტრაგედიაა. ხომ მოგეხსენებთ ჭეშმარიტება ვისზე დიდია. მით უფრო, ამ შემთხვევაში ჩვენ მსოფლიო ტიტანებზე არ ვსაუბრობთ. ასე რომ „ჩორჩანა“ კი არა ასი ჩორჩანა ვერ გადასწონის 20 ივნისის მორალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.

- და მაინც, თუ წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა გახარია?

- მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ, პოლიტიკაში არის მაქსიმა, რომელიც ვითარების, დროისა და სიტუაციის ერთობლიობაა. გახარიას გაპრემიერების საუკეთესო დრო, ვითარება და სიტუაცია იყო სწორედ მაშინ, როდესაც პრემიერი გახდა ბახტაძე. ეს მაქსიმა - ძირითადი წესი, უმაღლესი პრინციპი - თავად ივანიშვილმა დაარღვია. დროს კი ის თვისება აქვს, რომ უკან ვერ აბრუნებ და ვერც უსწრებ. პოლიტიკური დრო კი არის ახლა და აქ. გუშინ იყო წარსული, ხვალ კიდევ შენი განსაკარგი არ არის, დაგეგმვა კი საერთოდ სხვა რამეა. მეორეც -

დაიმახსოვრეთ, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერად არის პრობლემების შემცველი, ამას საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. რაც პირველ რიგში მას დააზიანებს პიროვნულად. ამიტომ დღეს გახარიას წარდგენა პრემიერად არის მისი პოლიტიკური მომავლის დასაფლავება და რატომ უნდა გაუკეთოს ეს ვინმემ მას არ მესმის, ან საკუთარ თავს. ის ხომ არ გახლავთ ასი წლის, დღეს რომ ასრულებდეს პოლიტიკურ კარიერას?

- ზემოთ რეაქცია ახსენეთ და რა შეიძლება იყოს რეაქცია?

- საჯაროდ გამოთქმული პროტესტი და უფრო უარესი - არჩევნები. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, მის მიერ შექმნილი სისტემის პირობებში განწყობები შესაძლოა, რუსთაველზე ვერ გაზომოს. მაგრამ აბა, დაიწყოს ამ განწყობების გაზომვა სამზარულოებში. და აქ კულინარიულ განწყობებს არ ვგულისხმობ, არამედ -პოლიტიკურს. ეს განწყობები შესაძლოა რუსთაველზე არ გადმოიღვაროს, მაგრამ არჩევნების შედეგებზე ნამდვილად აისახება.

- და ცქიტიშვილი ხომ არის ამ შემთხვევაში ალტერნატივა?

- იმედია, ხუმრობთ, თუ ვიცე-პრემიერ ცქიტიშვილზე მეკითხები. აქ უფრო მარტივადაა საქმე - აბა, გვითხრას ვიცე-პრემიერმა მის საკურატორო სფეროებში წარმატებების შესახებ და ამ შემთხვევაში კულინარიულ წარმატებებზეც ვიკითხავ. ხალხი შიმშილობს, ესმის ეს ვინმეს მთავრობაში? პურს რომ ჭამს ადამიანი ეს სულაც არ არის ეკონომიკური მიღწევების ინდიკატორი. 8 წლის წინ აღებული ოპოთეკური კრედიტს როგორ მოემსახუროს ადამიანი დღეს, 8 წლის წინანდელი შემოსავლის დონეზე? გვიპასუხოს ქალბატონმა ცქიტიშვილმა რამდენი იყო 2019 წლის ბიუჯეტში ფიქსირებული დოლარის ინდექსი - 2,95? აბა თქვას, სულ რამოდნიმე ხნის წინ გაიჟღერა თუ არა მთავრობაში სიტყვამ „სეკვესტრი“... ვისი სფეროა ჯანდაცვა, რომელიც ამოუვსებ ორმოდ იქცა, უაზრო სადაზღვევო პოლიტიკის გამო? ან რამდენი ტენდერი ვერ შედგა განსაზღვრულ ვადებში და რატომ? მოკლედ იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნება“ ქალბატონ ცქიტიშვილთან მიმართებაში, ფაქტი ის არის რომ ჩვენ რაიმე სახის მიღწევებზე ვერ ვისაუბრებთ სამომავლოდ, რადგან ასეთი რამ არც კი ჰქონია ვიცე-პრემიერს არც თავად და არც საკურატორო სფეროებში. უფრო პირიქით.

- მაშინ, ვინ?

- ბიძინა ივანიშვილი! თუმცა, კარგად მესმის რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.

- მაშინ, რა აზრი აქვს მისი გვარის გაჟღერებას?

- თუნდაც ის, რომ სიტუაციის სიმძიმე გაზომოს. და ამის შემდეგ თუ სწორად შეხედავს მოვლენებს, მას რჩება ორი გზა - ან მართლა დაბრუდეს პოლიტიკაში პრემიერის რანგში, ან კიდევ ამ საკითხის გადაწყვეტა გუნდს მიანდოს ფარული კენჭისყრით, სადაც მასაც ერთი ხმა ექნება, თუმცა, ვიმეორებ ის არც ერთ ამ გზას არ აირჩევს.

- ანუ, გამოუვალი მგომარეობააა? თუმცა, ბაჩიაშვილის გვარმაც გაიჟღერა, ასევე ბაქრაძემ, დანელიამ?

- ბაჩიაშვილის დანიშვნლით ივანიშვილი ძალიან დაიზიანებს საკუთარ პერსონას არა მხოლოდ შიგინ, განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რატომ, ამას არ ავხსნი ახლა. ბაქრაძე არ გახლავთ იმ მაშტაბის პოლიტიკოსი, რომ მან არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. დანელიას არ ვურჩევდი პერმიერობას და არც მგონია, თავად დათანხმდეს.

- „არ ვურჩევდი“ რას ნიშნავს?

- თუ სისტემას ვერ ცვლი, რატომ უნდა დათანხმდე ამ პასუხისმგებელ თანამდებობას?

- მაინც, რა, ვინ არის „ოცნებისთვის“ გამოსავალი?

- გიმეორებთ - ბიძინა ივანიშვილი, ან დემოკარატიულ პრინცპზე შერჩეული კანდიდატი, რომელსაც ექნება უმაღლესი ლეგიტიმაცია გუნდისგან. და არავითარ შემთხვევაში ღია კენძისყრით, როდესაც სიმპატიები ცნობილია, არამედ ფარული კენჭისყრით. ისე ყველაზე მთავარი ნუ დაგვავიწყდება, იცის ვინმემ თუნდაც გუნდში, რას სთავაზობს სამთავრობო პროგრამის და გუნდის სახით რომელიმე კანდიდატი მმართველ პარტიას? ასე რომ... „ოცნებისთვის“ ცვლილებების არსი და მიზანი საკმაოდ ძნელად და რთულად ასახსნელი იქნება, მით უფრო იმავე სახეების და იმავე პროგრამის, გუნდის პირობებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42