ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს რომ თავიდან იქნას აცილებული სიტუაციის ესკალაცია:
„ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია და შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით.
ამასთანავე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






