ბიბილოვმა წნელისის დაცვა ე.წ სასაზღვრო სასახურს დაავალა - ოკუპანტებმა სოფელში ე.წ სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს
პოლიტიკა - 19:46, 30 Aug, 2019     1717
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ სოფელ წნელისში იმყოფებოდა, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება. ბიბილოვმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგო პოსტის აშენება და განაცხადა, რომ სოფელ წნელისის მთელ პერიმეტრს ე.წ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახური დაიცავს. ბიბილოვი სოფელ წნელისში მას შემდეგ ჩავიდა, რაც მისმა წარმომადგენლებმა სოფელ ჩორჩანაში გამართულ IPRM-ის ტექნიკური შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.


"დასრულდა ტექნიკური შეხვედრა, საერთო შეთანხმებამდე ჯერ ვერ მივედით. უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა საგუშაგოს განთავსება, რათა ხალხი ამ სოფელში დაცული იყოს. სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით არ გვთავაზობს ამ პრობლემის გონივრულ გადაწყვეტას, ჩვენი წინადადება უარყოფილია. რაც შეეხება თავად სოფელს, მე გავეცი ბრძანება, რომ სასაზღვრო უწყებებმა მთლიანად კონტროლის ქვეშ აიღონ ტერიტორია.“- განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, „ხელისუფლება იმუშავებს იმაზე, რომ საქართველოს მიერ მოწყობილი უკანონო პოსტი, აღებული იქნას“. როგორც მან განაცხადა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამდე, გამოყენებული იქნება პრობლემის მოგვარების ყველა მშვიდობიანი მეთოდი.

„ძალისმიერი გადაწყვეტა უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს“- განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, იმედოვნებენ რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციის სერიოზულობას გააცნობიერებს და გააკეთებს ყველაფერს იმ არასტაბილურობის მოსაგვარებლად, რომელიც მათმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა გამოიწვია.

„მე ვთვლი, რომ ეს არის ყველა დონის მოლაპარაკებებთან აგდებული დამოკიდებულება. ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მხარეებმა უნდა განიხილონ IPRM-ისა და ჟენევის დისკუსიების დონეზე, ქართულმა მხარემ აგდებული დამოკიდებულება გამოიჩინა ამ ფორმატის მიმართ და მიიღო არასტანდარტულინ და არასწორი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებბული ვარ რომ სიტუაცია განიმუხტება და დაძაბულობა ჩაცხრება.“- აღნიშნა ბიბილოვმა. მისი თქმით, სოფლის მთელ პერიმეტრს ე.წ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახური დაიცავს.

ბიბილოვის წნელისში ჩასვლიდან ცოტა ხანში სოფელში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დროშა აღმართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42