ჩორჩანაში ქართულ მხარესა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი
პოლიტიკა - 16:36, 30 Aug, 2019     2188
სოფელ ჩორჩანაში ქართულ მხარეს და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ოკუპაციური ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის თქმით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ვითარების დეესკალაცისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. რაც შეეხება საგუშაგოს, ქემოკლიძემ თქმით, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა.


„შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაცისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ამის გარდა, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთ ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში, სადაც იმართება ხოლმე ჯგუფის შეხვედრები. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ შევუდგებით დღეიდანვე. ყველა იაიზარებს პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში. საგუშაგო მოცემულ მომენტში რჩება თავის ადგილზე. მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვს შეშფოთების მიზეზი, იგივეს გავუმეორებ ოკუპირებული წნელისის წარმომადგენლებს.“ - განაცხადა ქემოკლიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგა კონსტრუქციულ, მშვიდ რეჟიმში, ყოველგვარი გართულებების გარეშე.

„დღევანდელ შეხვედრაზე არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პირველივე და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახა, რომ ბლოკსაგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენ კითხვებზე, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ თქვეს, რომ ამ საგუშაგომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში. გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა ლოგიკური არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს საგუშაგო ამ ლოკაციაზე, არ დაგიმალავთ, ვერ მოვისმინე. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით. შესაბამისად, ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას ისევე როგორც აქამდე ახორციელებდნენ.“- განაცხადა ბორცვაძემ.

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ:

"ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები, რომ არის მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ არ გადაიდგას არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით.“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42