ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
პოლიტიკა - 16:22, 30 Aug, 2019     1547

ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

ბადრი მაისურაძე გახლდათ ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე, ხელმძღვანელობდა ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალებს.

ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანო პერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე). იგი თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ჟიურის თავმჯდომარეა.

იგი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორისაა, ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იუსი ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი). ბადრი მაისურაძე მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერია.

ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო - ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში, ხოლო მას შემდეგ, მოღვაწეობდა მსოფლიოს წამყვან თეატრებში, მათ შორისაა მილანის La Scala, ვენის Staatsoper, ბერლინის Deutsche Oper, ფლორენციის Teatro Comunale, მადრიდის Teatro Real, ნეაპოლის Teatro di San Carlo, პალერმოს Teatro Massimo, ბარსელონას Gran Teatre del Liceu, დრეზდენის Semperoper, პარიზის ნაციონალური ოპერა, სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრი, სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი, მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი, კანადის ოპერის თეატრი, ოპერა ავსტრალია, ლისაბონის Teatro Nacional de São Carlos, მალტის სამეფო ოპერის თეატრი, ისრაელის ოპერა, ტულონის ოპერის თეატრი, ახალი ზელანდიის ოპერა, კეიპტაუნის ოპერა, და სხვა.

2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის La Scala-ს საოპერო სეზონის გახსნაში. ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მას თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა სეიჯი ოძავა, ზუბინ მეტა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პეტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.

ბადრი მაისურაძემ განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში.

ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42