1 სექტემბერს ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება.
10 დღის განმავლობაში ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. მასტერკლასებს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ჩაატარებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.
ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.
მასალის გამოყენების პირობები