"სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია შეფასდება, როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ" - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი
პოლიტიკა - 14:31, 30 Aug, 2019     4565
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციისა და პრესის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა ე.წ საზღვარზე შექმნილ სიტუაციას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. კოტაევას თქმით, საქართველო „სამხრეთ ოსეთთან“ ომს ვერ გაბედავს, რადგან რესპუბლიკის საზღვრების დაცვა რუსეთის ფედერაციასთან დადებული სერუიოზული შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს:


„შეშინებულები არიან არამხოლოდ უისტას [წნელისი] მოსახლეები, არამედ ხმები და პანიკა მთელ ცხინვალში გავრცელდა კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის თაობაზე. ადამიანები ერთმანეთს ურეკავენ და ეკითხებიან: არის თუ არა ბავშვების ევაკუირების აუცილებლობა. არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. გამორიცხულია. დღევანდელ საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს. არანაირი ომი არ იქნება - საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს ვეღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან დადებული სერიოზული შეთანხმების ფარგლებშია დაცული. რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია შეფასდება როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან განთავსებულნი.“- განაცხადა კოტაევამ.

კოტაევას თქმით, ე.წ საზღვართან გავითარებული მოვლენები შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ყურადღების გადასატანად გათამაშებული მანევრი იყოს.

„საქართველოში ახლა პოლიტიკურ ელიტებს შორის დაპირისპირებაა. როგორც კი მათ შიდა პრობლემები ეწყებათ, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ყურადღება საგარეო საკითხებს მიაპყროს. ამით აიხსნება ყველაფერი.“- აღნიშნა კოტაევამ.

კოტაევას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი თავის დაპირებებში არათანმიმდევრულია:

„მას შინაგანი სწრაფვა აქვს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაიბრუნოს, რადგან მისი ბაბუა მუშაობდა მენშევიკების მთავრობაში და თავისი წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. ამავე დროს, ის პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას. საქართველო -სრულიად არასაიმედო პარტნიორია საერთაშორისო არენაზე.“- განაცხადა კოტაევამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42