"ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, მათ შორის პოლიციის საგუშაგოს მოწყობა, ემსახურება დეესკალაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს"- ციხელაშვილი
პოლიტიკა - 14:06, 30 Aug, 2019     854

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით. საგუშაგოსთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.

"ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ისევე, როგორც პოლიციის საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად"- თქვა მან.

მისივე განცხადებით, განცხადებები, რომლებიც ვრცელდებოდა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ყველა თვალსაზრისით და არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით.

"ცხადია და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შედგება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც გვაქვს მოლაპარაკება. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რამე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისევე იქით მხარეს, იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი, არ აქვს მნიშვნელობა.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა და მოწოდებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და მოხდება სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ახლომდებარე სოფლებს მოსახლეობა ტოვებს. ციხელაშვილის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩემი ინფორმაციით ასეთ ფაქტებს ადგილი არ აქვს. ვმუშაობთ და მოგვიანებით უფრო დაზუსტებით შემეძლება, გითხრათ, მაგრამ ახლა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსახლეობა არ ტოვებს სოფლებს. არ ვიცი, რომელი არხებით ვრცელდებოდა მსგავსი ტიპის ინფორმაცია. ზოგადად ის, რომ ვითარება არ არის სასურველი და ქმნის დაძაბულობას მოსახლეობაშიც და საზოგადოებაშიც, ეს ფაქტია. ნებისმიერი ასეთი სახის მოქმედება თავის ხასიათით არის პროვოკაციული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია არის და უნდა იყოს კონტროლქვეშ, ჩვენ ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ სიტუაცია არ გართულდეს და პირიქით, მოვახდინოთ დეესკალაცია. რეალურად ესკალაციის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ჩემთვის გაუგებარია რატომ ხდებოდა ეს ამ დღეების განმავლობაში... საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის პოლიციის საგუშაგოს მოწყობა, ემსახურება დეესკალაციის, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42