"ზურაბიშვილმა უნდა გვითხრას კონკრეტული სახელი და გვარი, ვინ იყო ინიციატორი, რომ დევაძე შეეწყალებინა"- ნიკა მელია პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე (ვიდეო)
პოლიტიკა - 11:41, 30 Aug, 2019     1418

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელის შეწყალებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ცინნიზმს უწოდებს. მელიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს ის პიროვნება, რომელის ინიციატივაც იყო პოლიციელის მკვლელის შეწყალება.

ეს არ უნდა შერჩეს სალომე ზურაბიშვილს, შეუძლებელია. არ შერჩენაში ვგულისხმობ მძიმე ფასის გადახდას.წარმოიდგინთ ამაზე დიდი ცინიზმი, როდესაც კრიმინალმა მოკლა პოლიციელი, პოლიციელისვე ტაბელური იარაღით, დაჭრა თურქეთის ორი მოქალაქე, მიუსაჯეს 12 წელი და ახლა ქალბატონმა შეიწყალა. ქალბატონ ზურაბიშვილს რომ არ ეცოდინებოდა, ვინ არის დევაძე, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, რომ დევაძე შეეწყალებინა, ეს არის გასარკვევი და ამაზე უნდა ისაუბროს ქალბატონმა ზურაბიშვილმა, თუ არ ისაუბრებს, მე ვფიქრობ პროცესები განვითარდება არა ისე, როგორც მას სურს. ზურაბიშვილმა ჩვენ უნდა გვითხრას კონკრეტული სახელი და გვარი ვინ იყო ინიციატორი, ვისი ხათრითაც შეიწყალა, თორემ ზოგადად რომ ეს ხელისუფლება იქნებოდა და გახარიასთან კავშირში ფაქტია. შსს-ს გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემ, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42