ადგილობრივების თქმით, მომხდარზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ.
„გარეთ რომ გამოვედი, ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ“, - განაცხადა დაშავებული მცირეწლოვანის მეზობელმა.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და მშობლებს დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
მცირეწლოვანი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია სსკ 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
"ინფო რუსთავი"
მასალის გამოყენების პირობები






