სოფელი ჩორჩანა ჩვენ გვეკუთვნის - უკანონო ქმედებებს საოკუპაციო რეჟიმი 1922 წლის, საბჭოთა პერიოდის, დოკუმენტებით ამართლებს
პოლიტიკა - 20:37, 29 Aug, 2019     3542

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და ამის დასამტკიცებლად 1922 წლის საბჭოთა რეჟიმის მიერ შედგენილი დოკუმენტები და რუკა მოჰყავს.

"საბჭოთა პერიოდის გეოგრაფიული რუკების ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი ზნაურის რაიონში გადის მდინარე ლოპანის დასავლეთით, ანუ დასახლებულ პუნქტები წნელისი, გვირგვინა და ლოპანი, ასევე სამრეწველო კომპლექსი "სამხროსეთტალკი" სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ეს გარემოება დგინდება რესპუბლიკის არქივებში დაცულ სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისრების საბჭოს N2, 22 აპრილი 1922 წ. დეკრეტით "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ", რომლის თანახმადაც "დასავლეთიდან სასაზღვრო ზოლი გრძელდება მდინარე ჩარათ-ხევის ზედა დინების დასწვრივ კაპრების-სერის ქედამდე, მდინარე ლოპანის დასავლეთით; სამხრეთიდან სასაზღვრო ზოლი გრძელდება ჩორჩანი-წნელისის გზის პარალელურად და კვეთს მდინარე ლოპანს წნელისის ქვემოთ," - ნათქვამია საუკოპაციო რეჟიმის ე,წ, უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საბჭოთა დოკუმენტების მოშველიების საფუძველზე მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ე,წ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეკუთვნის.

აღნიშნული ტექსტი საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სახელმწიფო უშიოშროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ააცხადებს, რომ:

"ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას... ჩვენ მკვეთრად ვაპროტესტებთ საოკუპაციო ძალების ქმედებას სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42