"ერგნეთის შეხვედრის ჩაშლა მეტყველებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ინტერესი არ არის მოლაპარაკებების გზით ასეთი პრობლემების მოგვარება" - სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 19:20, 29 Aug, 2019     640

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრის ჩაშლას ეხმაურება.

კაპანაძე აცხადებს, რომ ბორდერიზაცია გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია და დაგვასუსტონ.

„ერგნეთის შეხვედრის ჩაშლა მეტყველებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ინტერესი არ არის მოლაპარაკებების გზით ასეთი პრობლემების მოგვარება. მათი ინტერესია, რომ შექმნან დესტაბილიზაცია და დაგვასუსტონ ჩვენ. ბორდერიზაცია ამისთვის გამოიყენება მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი.

ამიტომ, ჩვენ, ამას უნდა დავუპირისპიროთ ორი რაღაც: ერთი ის, რომ ეს საკითხები მაქსიმალურად მაღალ დონეზე საერთაშორისო პარტნიორებთან იყოს აწეული, რათა მოსკოვთან საუბრისას ვაშინგტონი იქნება, ბერლინი, თუ სხვა დედაქალაქები, ამ თემაზე საუბრობდნენ. საჭიროა არ იყოს ეს მიჩქმალული გვერდზე და არ იყოს ის რეჟიმი, რომელიც დღეს ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა შემოგვთავაზა, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა არ ჭრის. პირიქით არის. სანქციებზე ზეწოლის საფუძველი უნდა იყოს ასეთი ქმედებები და მეორე, ამ ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე აუცილებელია, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს გამკაცრებული, როგორც ადრე იყო, რომ იყო შსს-ს და სუს-ის ძალები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. მარტო ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ბორდერიზაცია აღარ გაგრძელდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42