„საქართველო ხუთ-ექვს ჯგუფს აქვს გადანაწილებული და ვუყურებთ, ვინ ვის „კრიშავს“ - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 17:57, 29 Aug, 2019     1140

მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს ვართ რეალობაში, როცა საქართველო ხუთ-ექვს ჯგუფს აქვს გადანაწილებული.

„ჩვენ ვუყურებთ ამ ჯგუფებს შორის გამართულ დავას იმის შესახებ, თუ ვის სად აქვს წილები, ვინ ვისი წილი სად წაიღო და ვინ ვის „კრიშავს“. ხუთნახევარ მილიონ ადამიანს რაც ყოფნიდა და აცხოვრებდა ნორმალურად, დღეს სწორედ ამ ჯგუფების ხელშია და ამაზე არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს.

ამას გარდა, არც კანონი მუშაობს ყველასთვის ერთნაირად. სანამ მამუკა ხაზარაძეს „კარგი ზურგი“ ჰქონდა, წინა პრემიერის და მინისტრების სახით, მანამდე მისთვიაც შეიძლებოდა კანონების დარღვევა და არავინ პასუხს არ სთხოვდა. ახლა რა უნდა ვქნათ, დაველოდოთ საქართველოს ბანკს როდის აღარ ეყოლება ასეთი კარგი მფარველი? ისე, ლიბერთი ბანკთან მიმართებაშიც, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ატყავებს, ძალიან ბევრი კითხვაა.

მოკლედ, ბანკებს და ბანკირებს ყველაფრის უფლება აქვთ - მოსახლეობის გატყავების, გაუბედურების , გაღატაკების... მთავარია, პოლიტიკას არ შეეხონ, თუმცა ისიც ძალიან სასაცილოა, მამუკა ხაზარაძეში პატრიოტიზმმა მხოლოდ ახლა რომ გაიღვიძა.

ის მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული. და ის, რომ ბინებს ჩუქნის ვიღაცეებს, ვფიქრობ ეს ახლი ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც სწორედ მისი საქმიანობითაა დაზარალებული. თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან ამდენი ხნის განმავლობაში.

რაც შეეხება ახალგაზრდების გვერდით დაყენებაა, ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის კი არ უნდა გამოიყენო, ქვეყანაში ისეთი კლიმატი უნდა შექმნა, ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკაში გაქცევა კი არ უნდოდეთ, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა სურდეთ და ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას და საკუთარ თავს ემსახურონ, საკუთარი მომავალი თავად შექმნან და არა – ვიღაცის დავალებით. სამწუხაროდ შევეჩვიეთ, რომ ახალგაზრდები მარტო საარჩევნოდ, პოლიტიკური ბრძოლისას გვახსენდება, პლაკატების გასაკრავად და ჩამოსახსნელად.

მოკლედ, პოლიტიკური ლიდერი რომ გახდე, ამისთვის პოლიტიკა უნდა იცოდე, რაზეც ხაზარაძეს არანაირი ცოდნა არ გააჩნია. ისე, ერთიც უნდა ითქვას. ამდენი ხანი თუ ასეთი გაუგებარი სესხი არსებობდა ქვეყანაში, სად იყო ამ დროს მთავარი რეგულატორი, ეროვნული ბანკი?! ეროვნული ბანკის წარმომადგენლები რატომ არავინ დაკითხა?

ავთო წერეთელი კი, რომელსაც დღეს ედავებიან, ის არაფერ შუაშია. მას თანხა ასესხეს, ანუ, ეს ბანკის პრობლემაა და პასუხიც სწორედ ეროვნული ბანკის იმ წარმომადგენლებზეა მოსათხოვნი, რომლებიც დღეს ასე თავისუფლად დადიან,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42