რუსეთის G7-ში დაბრუნება დაუშვებელია, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო - აშშ-ს სენატორების წერილი ტრამპს
პოლიტიკა - 16:51, 29 Aug, 2019     1060

ამერიკელმა სენატორებმა ჯეკ რიდმა, ჩაკ შუმერმა, რობერტ მენენდესმა და მარკ უორნერმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართეს, სადაც რუსეთის G7-ში (შვიდთა ჯგუფში) დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან.

სენატორების განცხადებით, G7-ის დანიშნულება არის „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთო ღირებულებების დაცვით, ხოლო რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, რომელიც უნდა შეუერთდეს ჯგუფს“.

წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს და რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევა, ამიტომ რუსეთის მთავრობა არ იმსახურებს ნდობას, რათა ის წარმოდგენილი იყოს ლიდერად მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხვის შემდეგაც არაფრად აგდებდა საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობის პრინციპს:

- მავნე ზეგავლენა აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში, მათ შორის სისტემატური ჩარევის მცდელობა;

- მავნე ზეგავლენა ევროპაში ჩვენი უახლოესი მოკავშირეების დემოკრატიებზე ;

- თავდასხმა ქიმიური იარაღით დიდი ბრიტანეთის მიწაზე;

- საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება;

- ავტორიტარული მთავრობების სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ასადისა და მადუროს რეჟიმების; და

- უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების ფართოდ გავრცელებულ დევნა რუსეთში."

ამ მიზეზების გამო, სენატორების აზრით, ვლადიმირ პუტინი არავითარი პირობებით არ უნდა დაუშვან დიდ შვიდიანში, სანამ რუსეთის მთავრობა არ მოახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის, მოიქცეს პასუხისმგებლიანად როგორც შინ, ისე გარეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42